♾️ ♾️ ♾️

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კომაროვის სკოლის მოსწავლის ლუკა ყირიმლიშვილის გარდაცვალების გამო. 

 

ლუკა კომაროვის სკოლაში მეშვიდე კლასიდან სწავლობდა. მერვე კლასში კი მას გერმანიაში, მძიმესენთან საბრძლოლველად, წასვლა მოუხდა. ველოდით, ვგულშემატკვირობდით და იმედს ვიტოვებდით, რომ ლუკა დაავადებას დაამარცხებდა.

 

ლუკა იყო მეგობრული, თბილი და უსაზღვროდ ყურადღებიანი. გამოირჩეოდა პოზიტიურობით და გულისხმიერებით ყველას მიმართ. 

 

კომაროვის სკოლა უსამძიმრებს ლუკას მშობლებს, ახლობლებს, კლასელებს, პედაგოგებსა და მეგობრებს და იზიარებს ლუკას დაკარგვით გამოწვეულ დიდ ტკივილს.


ზემოთ